სამუელ უმტიტის ბარსელონადან წასვლა არ სურს

სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად, გუნდებსა და ფეხბურთელებს შორის სატრანსფერო შეთანხმება ბოლო ფაზაში გადადის.

უკანასკნელ პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამუელ უმტიტი “ბარსელონას” დატოვებს. ერთ-ერთი შესაძლო გზა მისი ესპანური გუნდიდან წასვლისა უმტიტის გაცვლას უკავშირდება.

“ბარსელონას” ფედერიკო ბერნარდესკის შეძენა სურს, რომლის სანაცვლოდაც თავად ტურინელებს საკმაოდ ამბიციური მოთხოვნა აქვთ, “ბებერი ქალბატონის” მესვეურებს სამუელ უმტიტისა და ივან რაკიტიჩს ითხოვენ.

სამუელ უმტიტის ბარსელონადან წასვლა არ სურს 1

Sport.es-ის ინფორმაციით თავად სამუელ უმტიტის არანაირი სურვილი არ აქვს კატალონიური კლუბის დატოვებისა.

26 წლის ფეხბურთელს “ბარსელონას” რიგებში 114 მატჩი აქვს ჩატარებული, რა პერიოდშიც მისი პოზიციიდან გამომდინარე მხოლოდ 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

Transfermarkt-ზე სამუელ უმტიტის სატრანსფერო ღირებულება 32 მილიონი ევროა.

სამუელ უმტიტის ბარსელონადან წასვლა არ სურს

სტატიის ავტორი
-