სამუელ უმტიტი ბარსელონას დიდი ხნით გამოაკლდა

კატალონიური “ბარსელონას” ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი მძიმედ დაშავდა. მან “ლეგანესთან” მატჩში ტრავმა მიიღო, რაც უმძიმესი აღმოჩნდა.

სამუელ უმტიტი 6 თვეს გამოტოვებს. მან მარცხენა მუხლის უმძიმესი დაზიანება მიიღო.

კატალონიურ გუნდს ახლა დაცვაში სამი მცველი დარჩა: ხერარდ პიკე, ტომას ვერმაელენი და კლემენტ ლინგლე.

სამუელ უმტიტი ბარსელონას დიდი ხნით გამოაკლდა

სტატიის ავტორი
-