“5 მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა არის მიღწევა, რაზეც ოცნებასაც კი ვერ გავბედავდი” – კრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუმ განას წინააღმდეგ, 65-ე წუთზე პენალტი წარმატებით შეასრულა და პირველი მამაკაცი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 5 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო გოლის გატანა. ისტორიული გოლი – კრიშტიანუ რონალდუმ განას გაუტანა | VIDEO კრიშტიანუ მის მიღწევაზე საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა კომენტარი: 5 მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა არის მიღწევა, რაზეც ოცნებასაც კი ვერ გავბედავდი. ეს იმის დასტურია, რომ […]
“ამ გუნდით ვამაყობ” – მაკრონი დეშამს მხარდაჭერას უცხადებს
საფრანგეთის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი, დიდიე დეშამს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდებს, რომ სპეციალისტს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. “ლე ბლე” მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. დეშამის კონტრაქტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იწურება. მაკრონი მწვრთნელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას ითხოვს. მუნდიალის 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში, საფრანგეთმა მაროკოს 2 უპასუხო გოლი გაუტანა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არგენტინას დაუპირისპირდება. ნახევარფინალურ […]
“არ არის ბენზემა, არ არის წვეულება” – მესუთ იოზილი მუნდიალის ფინალს გამოეხმაურა
დასრულდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კატარში, რომლის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები გახდა. სამხრეთ ამერიკელებმა ჩემპიონობა ისტორიაში მესამედ იზეიმეს. ფინალი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. სკალონის გუნდი შეხვედრას დამაჯერებლად 2:0 იგებდა, თუმცა, მბაპეს დუბლით საფრანგეთმა შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხა. დამატებით დროში არგენტინა კვლავ წინ გავიდა, მაგრამ მბაპემ ისევ გაიტანა და პენალტების სერია გაიმართა, სადაც არგენტინელებმა თერთმეტმეტრიანები უკეთ შეასრულეს. […]
“ასეთ მატჩებში FIFA მსგავს მსაჯებს არ უნდა ნიშნავდეს” – ლეო მესი
არგენტინა ნიდერლანდების მატჩი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. ანგარიშის გარდა, ამაზე ნაჩვენები ყვითელი ბარათებიც ნათლად მიუთითებს. მატჩის მთავარი არბიტრი მატეო ლაოსი ფეხბურთელების მიმართ გაფრთხილებებს არ იშურებდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამის საშუალებას თავად მოთამაშეებიც აძლევდნენ. შეხვედრაში აშკარა უხეშობების გარდა, ხშირი იყო გაწევ-გამოწევა. ნიდერლანდურ-არგენტინულ დაპირისპირებაში მატეო ლაოსმა 16 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი გამოიყენა. როგორც ჩანს, ლეო მესი […]
“ბოდიში, რომ გაწუხებთ, ფოტო შეიძლება?” | საკამ ბექჰემს ფოტოს გადაღება სთხოვა | VIDEO
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ბუკაიო საკა ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს დევიდ ბექჰემს ფოტოს სთხოვს. ახალგაზრდა ფეხბურთელი ყოფილ “წითელ ეშმაკს” ფოტოს გადაღებას მორცხვად თხოვს. შეგახსენებთ, რომ ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა 1/8-ფინალში სენეგალი 3:0 დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზურიც მოიპოვა. “სამი ლონი” შემდეგ შეხვედრას მოქმედი ჩემპიონის საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 10 დეკემბერს 23:00 საათზე გაიმართება.
“გთხოვთ, ყურადღება ფეხბურთს მიაქციეთ და არა პოლიტიკას” – ჯანი ინფანტინო
ფიფამ წერილით მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდს მიმართა და მოუწოდა, რომ ყურადღება ფეხბურთზე გაამახვილონ და არა პოლიტიკაზე. Sky News-მა ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოსა და მმართველი ორგანოს გენერალური მდივნის ფატმა სამურას ექსკლუზიური წერილი მოიპოვა, სადაც საუბარია, რომ ფეხბურთელები აქტივისტობას უნდა შეეშვან. პროტესტის მიზეზი რთული სამუშაო პირობებია, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. ასევე, დაბალი ანაზღაურება […]
“დარწმუნებული ვარ, ჰარი მაგუაიერი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია” – გარეთ საუთგეიტი
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ბევრისათვის მოულოდნელად, ინგლისელთა თავკაცმა მუნდიალზე ჰარი მაგუაიერი წაიყვანა. საუთგეიტმა შემადგენლობის მიღმა ისეთი ფეხბურთელი დატოვა, როგორიც ფიკაიო ტომორია. “ვფიქრობ, ახალგაზრდა ცენტრალურ მცველებს საკმარისი გამოცდილება არ აქვთ, რომ გამოცდილი ფეხბურთელები განაცხადს მიღმა დატოვონ. დარწმუნებული ვარ, ჰარი მაგუაიერი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია” – განაცხადა ინგლისის […]
“დევიდ ბექჰემი მსოფლიო დონის მოთამაშე არ იყო”
ლეგენდარულმა დევიდ ბექჰემმა ინგლისის ნაკრებში 115 მატჩი ჩაატარა, სადაც 17 გოლის გატანა და 42 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. მისი სანაკრებო კარიერა 1996 წლიდან 2009 წლამდე გაგრძელდა. ამ წლების განმავლობაში დევიდმა ხუთ მთავარ ტურნირზე ითამაშა და გულშემატკივარს არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა. მათ შორის, ულამაზესი საჯარიმო დარტყმა საბერძნეთის წინააღმდეგ, რომელმაც ინგლისი 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. ამ […]
“ეს არ იყო ვირუსი, საფრანგეთის ნაკრები აშკარად განზრახ მოწამლეს” – პირს მორგანი
რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა დაადასტურა, რომ კინგსლი კომანს აქლემის ვირუსი დაუდგინდა. დეშამმა ასევე აღნიშნა, რომ კომანი მესამე ფეხბურთელია დაიო უპამეკანოსა და ადრიან რაბიოს შემდეგ, რომელსაც ეს ვირუსი მუნდიალის მიმდინარეობისას გამოუვლინდა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელებმა ფინალამდე გამოჯანმრთელება მოასწრეს და შეხვედრაში მონაწილეობაც მიიღეს. ბრიტანლეი ჟურნალისტი პირს მორგანი კი, ამბობს, რომ ფრანგები განხზრახ მოწამლეს. […]
“ეს არ უნდა დავუშვათ” – გიუნდოგანი მაკედონიასთან დამარცხების შემდეგ
2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მესამე ტურის მატჩებში დიდი სენსაცია დაფიქსირდა. გერმანიის ეროვნული ნაკრები შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:2 დამარცხდა. გერმანიის ნაკრები 2001 წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველად დამარცხდა. ისინი ბოლოს 2001 წელს, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ 5:1 დამარცხდნენ. გერმანიის ნაკრების მხრიდან ერთადერთი გატანილი გოლის ავტორმა – ილქაი გიუნდოგანმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ეს […]
“ეს ჩემი ბოლო მატჩი იქნება” – ლეო მესი
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალურ შეხვედრაში, არგენტინისა და ხორვატიის დაპირისპირება შედგა. ლეო მესიმ და კომპანიამ ხორვატიას 3 უპასუხო გოლი გაუტანეს და მუნდიალის ფინალის საგზური მოიპოვეს. გასაკვირი არაა, რომ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სუპერვარსკვლავი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. არგენტინა 3:0 ხორვატია (მიმოხილვა) ლეო მესი: “ეს უბრალოდ გიჟური გუნდია, ჩვენ ეს შევძელით” საუკეთესო მეგობრები – მესის ჯილდო […]
“ეს ჩემს კარიერაში ყველაზე საშინელი დღე იყო” – იოზუა კიმიხი
“ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა იოზუა კიმიხმა, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა: “ეს ჩემს კარიერაში ყველაზე საშინელი დღე იყო. თავი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავიგდეთ. ეს წარუმატებლობა მაფიქრებინებს, რომ ყველაფერი ჩემთანაა კავშირში. მე ნაკრებს 2016 წელს შემოვუერთდი და არ მინდა, რომ წარუმატებლობასთან ვასოცირდებოდე.” საინტერესო იყო გუნდის მთავარი მწვრთნელის ჰანსი ფლიკის კომენტარი, რომელმაც […]