,,დინამო არენაზე”, საქართველოსთან მატჩის წინ, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ვარჯიშისას ელექტროენერგია გაითიშა. შედეგად, ,,ფურია როხამ” ვარჯიშის დასრულება ვერ შეძლო და მოედანი ნაადრევად დატოვა. აღნიშნულ ფაქტს ინსტაგრამის საშუალებით გამოეხმურა ესპანეთის ნაკრების კაპიტანი – სერხიო რამოსი, რომელმაც ინსტაგრამ-სთორიში დაწერა – ,,და, შემდეგ იყო ღამის რეჟიმი”