სარაბია ატლეტიკოს ინტერესებს მიღმა დარჩა | ახალი შეთავაზება სერია A-დან

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, შესაბამისად შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველი კლუბები სულ უფრო აქტიურდებიან.

ამჯერად, საქმე ეხება “პსჟ”-ის ესპანელ ნახევარმცველ პაბლო სარაბიას, რომლის გადაბირებითაც “ატლეტიკო მადრიდი” ინტერესდებოდა.

უცხოური მედიის ინფორმაციის სარაბია მადრიდული კლუბის ინტერესებში აღარ შედის, თუმცა 29 წლის ფეხბურთელმა შეთავაზება მილანისგან მიიღო.

ზემოთხსენებულ ინფორმაციას Sky Sports-ის ჟურნალისტი მატეო მორეტო ადასტურებს.

სარაბიამ ფრანგული კლუბის მაისურით, მოედანზე 79 შეხვედრა ჩაატარა, რა პერიოდშიც 22 ბურთის გატანა და 12 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

სარაბია ატლეტიკოს ინტერესებს მიღმა დარჩა | ახალი შეთავაზება სერია A-დან

სტატიის ავტორი
-