სარი: “ამ გამარჯვებას ნაპოლის გულშემატკივრებს ვუძღვნი”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

იტალიელმა სპეციალისტმა გამარჯვება “ნაპოლის” გულშემატკივრებს მიუძღვნა.

“ჩვენ მოვიგეთ 15-დან 12 თამაში. მატჩი არ წაგვიგია. გავიტანეთ ყველაზე მეტი ბურთი და ფინალში დავამარცხეთ საკმაოდ ძლიერი გუნდი ანგარიშით 4:1. მინდა ეს გამარჯვება ნაპოლის გულშემატკივრებს მივუძღვნა. მათ ვერ მივანიჭე ასეთი ბედნიერება. ისინი ამას იმსახურებენ. ასევე ვუძღვნი ყველა იმ ფეხბურთელს, რომელმაც მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა” – განაცხადა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ მაურისიო სარი “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი 2015-18 წლებში იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ 28 წლიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, იტალიელმა მხოლოდ პირველი ტიტული მოიპოვა.

 

სარი: “ამ გამარჯვებას ნაპოლის გულშემატკივრებს ვუძღვნი”

სტატიის ავტორი
-