სერხი რობერტო: “ვიმედოვნებ, რომ ხავი პირველი ტიტულის მოგებას შეძლებს”

სერხი რობერტო დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი სუპერ თასის მოგებას შეძლებს. გარდა ამისა, მცველმა ისიც აღნიშნა, რომ “ბარსელონასთან” კონტრაქტის გაგრძელება სურს.

“ეს გუნდისთვის კიდევ ერთი ტიტული იქნება. უტიტულოდ რამდენიმე წელი გავიარეთ და ეს ჩვენთვის ძალიან უჩვეულოა. ეს ყველაფერი გვაიძულებს ტიტულებს მეტი მნიშვნელობა მივანიჭოთ. სუპერ თასის მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ამ ტიტულის მოგება ხავისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. ეს მას დამატებით სტიმულს მისცემს, რომ სეზონი უფრო შემართებით განაგრძოს. ძალიან რთული მატჩი იქნება, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ხავი პირველი ტიტულის მოგებას შეძლებს. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც ტიტულები არ მოუგიათ ან ცოტა აქვთ, მნიშვნელოვანია ამ სუპერ თასის მოგება.” – განაცხადა სერხი რობერტომ Marca-სთან საუბრისას.

https://twitter.com/marca/status/1613180629713309703

შეგახსენებთ, რომ დღეს შემდეგი ნახევარფინალური შეხედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს “ბეტისი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სერხი რობერტო: “ვიმედოვნებ, რომ ხავი პირველი ტიტულის მოგებას შეძლებს”

სტატიის ავტორი
-