კატალონიის ,,ბარსელონას” თავდამსხმელი, სერხიო აგუერო მალე კარიერას დაასრულებს. ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი, ჟერარ რომერო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მომავალ კვირას ჩაინიშნება პრესკონფერენცია, სადაც ფეხბურთელი ამის შესახებ თავად განაცხადებს.
აგუერომ 30 ოქტომბერს ,,ალავესთან” მატჩის გაგრძელება მკერდში დისკომფორტისა და მსუბუქი ტაქიკარდიის გამო ვერ შეძლო, რის გამოც ფორვარდი 41-ე წუთზე შეცვალეს. არგენტინელი იმავე დღეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მალევე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას გულის იშვიათი არითმია დაუდგინდა.
რამდენიმე დღის წინ As-მა დაწერა, რომ ბოლო გამოკვლევებით, ფეხბურთელის გულის პრობლემები იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.
Sergio Agüero will retire from football due to his heart condition, reports @gerardromero.
There will be a press conference next week to announce his retirement.
What a career 👏 pic.twitter.com/jW9TFGskyQ
— B/R Football (@brfootball) November 20, 2021