სერხიო რამოსი აიაქსთან ჩადენილ საქციელს ნანობს

მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ შეხვედრაში ამსტერდამის “აიაქსის” წინააღმდეგ პირველ შეხვედრაში, რომელიც “ამსტერდამ არენაზე” ჩატარდა, რამოსმა შეხვედრის მიწურულს, მაშინ როდესაც მადრიდელები 2:1-ს იგებდნენ ყვითელი ბარათი განზრახ მიიღო.

მოგეხსენებათ, განმეორებით შეხვედრაში მადრიდელები “სანტიაგო ბერნაბეუზე” “აიაქსის” წინააღმდეგ 1:4 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ. ის დანაკლისი, რომელიც სერხიო რამოსის არ ყოფნის სახით განიცადა გუნდმა ძალიან დიდი გახლდათ, ამის შესახებ რამოსმა მცირე კომენტარი გააკეთა სადაც სინანული არ დაუმალავს:

“ამსტერდამში მიღებული ყვითელი ბარათი აბსოლუტური შეცდომა იყო, მე მას 200%-ით ვნანობ”, – განაცხადა სერხიო რამოსმა.

 

სერხიო რამოსი აიაქსთან ჩადენილ საქციელს ნანობს

სტატიის ავტორი
-