შესაძლოა იანვარში ჩელსიმ კრიშტიანუ რონალდუ გაიფორმოს

“ჩელსის” მფლობელი ტოდ ბოელი, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” კრიშტიანუ რონალდუს გადმობირებით არის დაინტერესებული.

https://twitter.com/ESPNN_FC/status/1584806768407810049

Daily Mail ამტკიცებს, რომ ლონდონური კლუბის მფლობელმა კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბა რონალდუს პორტუგალიელ სუპერ აგენტთან ჟორჟე მენდეშთან. ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მის “ჩელსიში” გადასვლას.

ბოილის რონალდუს გადაბირება ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედი” 37 წლის ფეხბურთელის გასაყიდად მზად იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაშინ ეს ტრანსფერი თომას ტუხელის გამო არ განხორციელდა, რომელსაც პორტუგალიელი ვარსკვლავის გუნდში მისვლა არ სურდა. აჟამად არ არის ცნობილი, არის თუ არა, გრემ პოტერი ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელის დამატებაზე თანახმა.

შესაძლოა იანვარში ჩელსიმ კრიშტიანუ რონალდუ გაიფორმოს

სტატიის ავტორი
-