შესვენების დროს სპალეტი მალდინისა და ლეაოს სიტყვიერად დაუპირისპირდა | VIDEO

,,ნაპოლისა” და ,,მილანის” შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ, ლუჩიანო სპალეტი გასახდელში მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, რაფაელ ლეაოს დაუპირისპირდა. როგორც იტალიურ მედიაში იწერება, სპეციალისტს პორტუგალიელი ფეხბურთელის გოლის აღნიშვნის ფორმა არ მოეწონა.

ლეაო გუნდის დირექტორმა, პაოლო მალდინიმ დაიცვა და შელაპარაკება მასსა და სპალეტის შორის გაგრძელდა:

,,მისტერ, რატომ ნერვიულობთ? სერია ა უკვე მოიგეთ, კიდევ რა გინდათ?” – უთხრა მალდინიმ სპალეტის.

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,მილანს” უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა

28 ტურის შემდეგ, ნეაპოლელები 71 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 7 აპრილს, ,,ლეჩესთან” სტუმრად გამართავს.

შესვენების დროს სპალეტი მალდინისა და ლეაოს სიტყვიერად დაუპირისპირდა | VIDEO

სტატიის ავტორი
-