სიტის ამომავალი ვარსკვლავი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

“მანჩესტერ სიტის” ამომავალმა ვარკსვლავი და პეპ გვარდიოლას ფავორიტი ტალანტი, ფილ ფოდენი, გინესის 2020 წლის რეკორდების წიგნში მოხვდა – 2018 წლის მაისში, 17 წლის და 350 დღის ფოდენი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგის ტიტული მოიგო.

“ძალიან ბედნიერი ვარ, ვერც გავიაზრე რომ ამ მიღწევით გინესის რეკორდების წიგნში მოვხვდებოდი. ჩემი მთავარი მიზანია, წინსვლა განვაგრძო და “სიტის” შემადგენლობაში რეგულარულად ვითამაშო,” განაცხადა ფილ ფოდენმა.

ფოდენს “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მანჩესტერულ კლუბში მას 42 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან 8 გოლის გატანა შეძლო.

გვარდიოლას განცხადებით, ფოდენი არის უკანასკნელი ფეხბურთელი “სიტიში,” რომლის გაყიდვაზეც გუნდი დაფიქრდება: “ის საუკეთესო ტალანტია, ვინც კი ოდესმე მინახავს. ფოდენს 500 მილიონადაც არ გავყიდი,” განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

სიტის ამომავალი ვარსკვლავი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა 1

სიტის ამომავალი ვარსკვლავი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

სტატიის ავტორი
-