Sofascore | მამარდაშვილი და კალანდაძე 1/4-ფინალური ეტაპის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდა და დასანანი მარცხი განიცადა.

“დინამო არენაზე” გამართული მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ 0:0 დასრულდა, გამარჯვებულის გამოსავლენად დანიშნულ თერთმეტმეტრიანების სერიაში კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 3:4 დამარცხდა.

1/4-ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, Sofascore-მ სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც გიორგი მამარდაშვილი და სანდრო კალანდაძე მოხვდნენ.

1/4-ფინალური ეტაპის სიმბოლური გუნდი


Sofascore | მამარდაშვილი და კალანდაძე 1/4-ფინალური ეტაპის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ 1

შეგახსენებთ, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალის საგზური ისრაელმა, ინგლისმა, ესპანეთმა და უკრაინამ მოიპოვეს.

Sofascore | მამარდაშვილი და კალანდაძე 1/4-ფინალური ეტაპის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ

სტატიის ავტორი
-