სოლომონ კვირკველიას სადებიუტო გოლი ნეფთჩის მაისურით | VIDEO

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, სოლომონ კვირკველიამ აზერბაიჯანის ვიცე-ჩემპიონ ბაქოს “ნეფთჩიში” გადაბარგების შემდეგ სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა.

30 წლის უკანახაზელმა ეს აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში გააკეთა და “კაპაზის” კარის აღება მოახერხა.

კვირკველიას ახალი კლუბის მაისურით უკვე 5 ჩატარებული შეხვედრა მოუგროვდა, შემდეგი მატჩი კი გუნდს 20 აგვისტოს, დავით ვოლკოვისსაბაჰის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

სტატიის ავტორი
-