სპალეტი: ,,25 წელია მწვრთნელი ვარ და ასეთი რამ არ მინახავს”

,,ემპოლისთან” მოგებული მატჩის შემდეგ, ,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, მისი გუნდი შეაქო:

,,ეს გუნდი, გასულ წელთან შედარებით, ყველაფერში გაუმჯობესდა, ამაზე ციფრები მეტყველებს. ,,სასუოლოსთან”, წინა შეხვედრაში, იყო ეპიზოდი, როცა კუთხურის შესრულების შემდეგ ბურთი დავკარგეთ და დაცვაში ყველა ფეხბურთელი ჩამოვიდა. 25 წელია მწვრთნელი ვარ და ასეთი რამ არ მინახავს. 10 ფეხბურთელი უკან გიჟივით დაბრუნდა, რათა ბურთი დაებრუნებინათ… აქ, ,,ემპოლიში”, სტეფანო ბიანკონია, ადრე მასთან ერთად ვმუშაობდი, ეს მომენტი მანაც აღნიშნა.

ძლიერი გუნდი გვყავს და თითოეული ფეხბურთელი მზადაა, რომ თანაგუნდელისთვის ყველაფერი გააკეთოს,” – განაცხადა სპალეტიმ.

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ემპოლი” სტუმრად 2:0 დაამარცხა.

24 ტურის შემდეგ, ნეაპოლელები 65 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს პარასკევს, 3 მარტს, ,,ლაციოსთან” შინ გამართავს.

სპალეტი: ,,25 წელია მწვრთნელი ვარ და ასეთი რამ არ მინახავს”

სტატიის ავტორი
-