სპალეტი: “კვარაცხელიას მსოფლიო დონის ფეხბურთელის ტექნიკა აქვს”

“ნაპოლისა” და “იუვენტუსის” მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია ცალკე გამოყო და ქება არ დაიშურა.

“მისი ტექნიკა მსოფლიო დონის ფეხბურთელისაა, მას შეუძლია ბურთი თავზე დაგასვას, აქვს გოლის ალღო, შეუძლია ორივე ფეხით მონახოს მეკარისთვის ურთულესი კუთხე, გამძლეა, სწრაფი და ძლიერი ყველა ასპექტში.”

ხვიჩამ “ბიანკონერისთან” 2 საგოლე გადაცემას გოლი დაუმატა ნეაპოლელებმა ტურინელები 5:1 გაანადგურეს და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობენ. ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომავალ შეხვედრას იტალიის თასზე ლუკა ლოჩოშვილის “კრემონეზესთან” გამართავს.

სპალეტი: “კვარაცხელიას მსოფლიო დონის ფეხბურთელის ტექნიკა აქვს”

სტატიის ავტორი
-