სპეციალურად ელ კლასიკოსთვის – ბარსელონა ახალი ფორმით ითამაშებს

“ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის მთავარი მატჩისთვის ემზადება – სამზადისის პროცესში, “ბლაუგრანამ” ახალ ფორმაზეც იზრუნა.

გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ფორმა დევიზის, Una samarreta ens agermana (“ერთი მაისური გვაერთიანებს”) გამომსახველია. მაისური “ბარსელონას” ფერებსა და კატალონიის დროშის ფერებს (წითელი და ყვითელი) აერთიანებს.

ახალი მაისური გუნდის ყოფილმა კაპიტანმა და ლეგენდამ, კარლეს პუიოლმა წარადგინა და გუნდში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა.


სპეციალურად ელ კლასიკოსთვის - ბარსელონა ახალი ფორმით ითამაშებს 1

“თუკი ასეთი ტიპის რთულ პერიოდის ამხსნელი მიზეზები სხვაგან არ უნდა ვეძებოთ. მიზეზები ჩვენშია”, – აღნიშნა პუიოლმა.


 

ახალი მაისურის შეძენა მსურველებს დღეიდან შეუძლიათ. მისი შეძენა “ბარსელონას” ოფიციალურ მაღაზიაში 1 თებერვლამდე იქნება შესაძლებელი. ამ მაისურით კი, “ბარსელონა” მხოლოდ 1 მატჩში, “მადრიდის რეალის წინააღმდეგ” ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ “ელ კლასიკო” 11 აპრილს, “მადრიდის რეალი” საშინაო მოედანზე გაიმართება.

 

სპეციალურად ელ კლასიკოსთვის – ბარსელონა ახალი ფორმით ითამაშებს

სტატიის ავტორი
-