სტერლინგი ხელფასის გაზრდას £100,000-ით ითხოვს

The Times-ის ცნობით, „მანჩესტერ სიტის“ შემტევი, რაჰიმ სტერლინგი ხელფასის გაზრდას £100,000-ით ითხოვს. ნიშანდობლივია, რომ სტერლინგი ამჟამად კვირაში £175,000-ს გამოიმუშავებს.

ამ ეტაპზე სტერლინგთან მოლაპარაკება კონტრაქტის განახლებულ პირობებზე მიმდინარეობს. მას „სიტისთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

The Times-ი წერს, რომ სტერლინგი კლუბში ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილია, თუმცა განახლებულ კონტრაქში ხელფასის გაუმჯობესებულ პირობებს მისი აგენტი ითხოვს.

სტერლინგი ხელფასის გაზრდას £100,000-ით ითხოვს

სტატიის ავტორი
-