სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები გამოავლინა

ბრიტანული სტატისტიკური კომპანიის FiveThirtyEight-ის სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ფავორიტები დაასახელა.

პროგრამამ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგების მთავარ პრეტენდენტად მოქმედი გამარჯვებული, მიუნხენის “ბაიერნი” დაასახელა. სუპერკომპიუტერმარეკორდმაისტერს” ფინალში გასვლის 33% მიანიჭა, ხოლო ჩემპიონობის მოპოვებაზე – 21%.

მეორე ადგილზე “მანჩესტერ სიტია“, პეპ გვარდიოლას გადამწყვეტი შეხვედრის თამაშის უფლების მოპოვების შანსებს სუპერკომპიუტერი 28%-ით აფასებს, ტურნირის მოგებას კი 16% აქვს.

სამეულს ტურნირის ექს-ჩემპიონი “ლივერპული” ასრულებს, რომელსაც ფინალში გასვლის 22%-იანი ალბათობა აქვს. სუპერკომპიუტერის მიხედვით, იურგენ კლოპის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების 12%-იანი შანსი აქვს.

სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები გამოავლინა 1

სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები გამოავლინა 2

2019/20 წლების სეზონის ფინალში ბავარიელებმა “პსჟ-ს” – 1:0 კინგსლი კომანის გოლის მეშვეობით სძლია.

სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები გამოავლინა

სტატიის ავტორი
-