ახალი კონტრაქტის გაფორმება იმას ნიშნავს, რომ ტენ ჰაგმა ლონდონის “ტოტენჰემის” წინადადება უარით გაისტუმრა, რომელსაც ბოლო პერიოდში აქტიურად უკავშირებდნენ. ბრიტანული პრესა წერდა, რომ “დეზებს” ზაფხულში 51 წლის ნიდერლანდელი ჩაიბარებდა.
ერიკ ტენ ჰაგი აიაქსში 2017 წლიდან მუშაობს. გამორჩეული 2018/19 წლების სეზონი იყო, როდესაც ერედივიზიონი მოიგო და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.