თბილისის ლოკომოტივში 24 წლის ნიდერლანდელი მეკარე ითამაშებს

ეროვნული ლიგის განახლებამდე თბილისის “ლოკომოტივმა” ნიდერლანდელი მეკარე, მარკ სპენკელინკი დაიმატა.

როგორც იცით, გუნდი დატოვა და “ვალენსიაში” კარიერა გააგრძელა გიორგი მამარდაშვილმა. აქედან გამომდინარე, “ლოკომოტივს” მეკარის პოზიციაზე გაძლიერება სჭირდებოდა.

რაც შეეხება 24 წლის ფეხბურთელს, ის ბოლოს “პსვ”-ს 21-წლამდე გუნდში ირიცხებოდა. სპენკელინკი “ტვენტეს” აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი მარკი მშობლიური “იგლზის” ასაკობრივი და მთავარ გუნდის ფეხბურთელი იყო.

თბილისის ლოკომოტივში 24 წლის ნიდერლანდელი მეკარე ითამაშებს

სტატიის ავტორი
-