თომას ტუხელი: “მე აქ მანეს დასაცავად ვარ”

“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა კლუბში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და ყურადღება მანესა და სანეს შორის დაპირისპირებაზე გაამახვილა. გერმანელი სპეციალისთვის თქმით, მანე ნამდვილი პროსფეიონალია და დამნაშავე არ არის.

“მე აქ მანეს დასაცავად ვარ. მას უკვე დიდი ხანია, როგორც ნამდვილ პროფესიონალად ვიცნობ. მე მის გარემოცვასაც ვიცნობ. ის დამნაშავე არ ყოფილა. ბუნებრივია, რომ მისი საქციელი მისაღბი არ არის. სადიომ მის საქციელზე პასუხისმგებლობა აიღო და ბოდიშიც მოიხადა.” – განაცხადა თომას ტუხელმა.

https://twitter.com/FabrizioRomano/status/1646844665054871554

როგორც უკვე იცით, “სიტისთან” წაგებული შეხვედრის შემდეგ, გასახდელში ერთმანეთს სადიო მანე და ლეროი სანე დაუპირისპირდნენ. გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანემ მის თანაგუნდელს სახეშიც კი გაარტყა.

თომას ტუხელი: “მე აქ მანეს დასაცავად ვარ”

სტატიის ავტორი
-