ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელი ანგე პოსტექოღლუ იქნება

“ტოტენჰემმა” ანგე პოსტექოღლუსთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. ავსტრალიელ სპეციალისტს “სელტიკთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, თუმცა, ლონდონელები კომპენსაციის გადახდას აპირებენ. პოსტექოღლუ ოფიციალურად, სწორედ ამ პირობის დაკმაყოფილების შემდეგ დაინიშნება.

“დეზები” 57 წლის სპეციალისტთან 2 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებენ, პლუს ერთი წლის დამატების პერსპექტივით. პოსტექოღლუმ “სელტიკთან” ერთად შოტლანდიაში ტრებლი მოიგო. ბოლო შეხვედრა მან შოტლანდიის თასზე ჩაატარა, სადაც “ინვერნესსი” 3:1 დაამარცხა.

ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელი ანგე პოსტექოღლუ იქნება

სტატიის ავტორი
-