ტოტენჰემისა და ჩელსის მატჩის დროს რუდიგერის მისამართით რასისტული შეძახილები გაისმა

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ლონდონური დერბი, სადაც “არისტოკრატებმა” მეტოქეს 0:2 სძლიეს.

მატჩის 62-ე წუთზე სონი არასპორტულად მოიქცა რუდიგერის წინააღმდეგ და მოედნიდან გააძევეს. ამის შემდეგ ტრიბუნებიდან არაერთი რასისტული შეძახილები გაისმა. ლონდონის “ჩელსის” კაპიტანმა სცადა თამაშის შეწყვეტა, თუმცა მსაჯმა არ ჩათვალა საჭიროდ.

ასევე “ტოტენჰემის” გულშემატკივრებმა კეპას ბოთლი ესროლეს. საერთო ჯამში გულშემატკივრების უმეტესობა ბინძურად იქცეოდა.

ამ ყველაფერს კი შეიძლება გარკვეული სანქციები მოჰყვეს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

ტოტენჰემისა და ჩელსის მატჩის დროს რუდიგერის მისამართით რასისტული შეძახილები გაისმა

სტატიის ავტორი
-