ცნობილია | როდის დაიწყებს ნაპოლი წინასასეზონო შეკრებას

როგორც იცით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი “ნაპოლიში” გადაწყვეტილია – ინფორმაცია დღეს დაადასტურა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.

ჩვენთვის საინტერესოა, თუ როდის შეუერთდება ხვიჩა ნეაპოლელებს ტრანსფერის გაოფიციალურების შემთხვევაში. ცნობილია, რომ “ნაპოლი” წინასასეზონო შეკრებას იტალიაში დაიწყებს. ლუჩიანო სპალეტის გუნდი 9 ივლისიდან 19 ივლისამდე მოემზადება.

გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია “ნაპოლისთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში ხელფასით სახით 1,5 მილიონ ევროს მიიღებს.

 

ცნობილია | როდის დაიწყებს ნაპოლი წინასასეზონო შეკრებას

სტატიის ავტორი
-