ცნობილია, ვინ იქნება ბარსელონას კაპიტანი მომავალი სეზონიდან

,,ბარსელონას” ფეხბურთელებმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს.

დღეს გახდა ცნობილი, რომ კატალონიური გუნდის ახალი კაპიტანი სერხი რობერტო იქნება.

როგორც ესპანურ მედიაში იწერება, რობერტოს გარდა, კაპიტნობის მთავარი კანდიდატები მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და უსმან დემბელე იყვნენ.

გასულ სეზონში კატალონიელთა კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი იყო, რომელმაც ზაფხულში გუნდი დატოვა.

,,ბარსელონა” 2023-2024 წლების სეზონის პირველ მატჩს 13 აგვისტოს, ,,ხეტაფესთან” სტუმრად გამართავს.

https://twitter.com/FCBarcelona_es/status/1678358414152564736

ცნობილია, ვინ იქნება ბარსელონას კაპიტანი მომავალი სეზონიდან

სტატიის ავტორი
-