18 მაისს, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის თვეში გასამართი ორი ამხანაგური შეხვედრისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 22 წლის თავდამსხმელის, სერგო კუხიანიძისთვისაც მოიძებნა ადგილი. წყალტუბოს “სამგურალის” ახალგაზრდა ფორვარდის მიერ ბოლო წლების განმავლობაში განვლილი კარიერული გზა შთამბეჭდავია. არასრული ორი წლის წინ, იგი საქართველოს ეროვნულ ლიგა 3-ში თამაშობდა, რასაც გატანილი გოლები, ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურება და […]