უაზარო კლასიკო 

ჩემპიონთა ლიგაში მიღებული ერთი შეხედვით არასერიოზული ტრავმა ედენ აზარისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

AS-ის ცნობით, ბელგიელი ფეხბურთელის დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ მან შესაძლოა 2019 წელს საერთოდ ვეღარ ითამაშოს.

28 წლის თავდამსხმელს სრულად გამოჯანმრთელებისთვის სულ მცირე 6 კვირა დასჭირდება, ამ პერიოდში კი მადრიდის “რეალს” ესპანეთის ჩემპიონატში საკმაოდ რთული შეხვედრები ელის: “ესპანიოლთან”, “ვალენსიასთან”, “ბილბაოსთან”, “ხეტაფესთან” და “ბარსელონასთან”.

ელ კლასიკოს გამოტოვება “სამეფო კლუბის” კიდევ ერთ ლიდერს, მარსელოს მოუწევს. ბრაზილიელი მოედანზე გასვლას 3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.

ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით ჩასატარებელი პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება კატალონიაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო გადაიდო და 18 დეკემბერს შედგება.

უაზარო კლასიკო 

სტატიის ავტორი
-