უმტიტის ძმამ და აგენტმა ფეხბურთელის ტრანსფერზე ისაუბრა 

“ბარსელონას” მცველის სამუელ უმტიტის ძმამ და აგენტმა თქვა, რომ ფეხბურთელი უახლოეს მომავალში კლუბის დატოვებას არ აპირებს.

სამუელს წელს არ სურს ბარსელონას დატოვება. ამასთან, კლუბის სურვილია, რომ ცვლილებები განახორციელოს, ფეხბურთელის მიზნების გარკვევის შემდეგ კი მათ უნდა მოძებნონ ალტერნატივა. “ლიონის” შესახებ ჭორები რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, მცირე შანსია, რომ ეს მოხდეს”, – თქვა უმტიტის ძმამ.

“ლიონის” აღზრდილი ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2016 წელს გადაბარგდა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 116 შეხვედრაში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

 

უმტიტის ძმამ და აგენტმა ფეხბურთელის ტრანსფერზე ისაუბრა 

სტატიის ავტორი
-