ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელშიც “მანჩესტერ სიტიმ” დორტმუნდის “ბორუსიას” – 2:1 აჯობა, გვერდითმა მსაჯმა გერმანული კლუბის თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს ავტოგრაფი სთხოვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მაშინ, როცა ფეხბურთელები, მწვრთნელები და არბიტრები გასახდელისკენ მიემართებოდნენ, რუმინელი მსაჯთა ბრიგადის წარმომადგენელმა მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს სამახსოვროდ ხელმოწერა სთხოვა.
საინტერესოა, რომ ოქტავიან სოვრემ საამისოდ ყვითელი და წითელი ბარათები გამოიყენა, რომელზეც 21 წლის ნორვეგიელმა თავისი ხელმოწერა დატოვა.
The linesman is the biggest Erling Haaland fanboy around 😂 pic.twitter.com/a1lm1YQlEr
— ODDSbible (@ODDSbible) April 6, 2021
ჰოლანდმა, რომელსაც სწორედ “მანჩესტერ სიტის” უკავშირებენ, “ქალაქელთა” კარის დალაშქვრა ვერ მოახერხა, თუმცა მარკო როისს საგოლე გადაცემით დაეხმარა.
საპასუხო შეხვედრა 14 აპრილს, “სიგნალ იდუნა პარკზე” შედგება და თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.