VAR-ის მსაჯმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ყველა რთული ეპიზოდი დაასახელა

პოლონელმა მსაჯმა, ტომას კვიატკოვსკიმ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში VAR-ს ხელმძღვანელობდა, მატჩის დროს შექმნილ ყველაზე რთულ სიტუაციაზე ისაუბრა:

,,რა თქმა უნდა, ეს საჯარიმოში მარკუს ტურამის წაქცევა იყო. VAR-ის მსაჯები ხშირად პირველად განცდებს ეყრდნობიან. ამ სიტუაციაში ეს ან პენალტი იყო ან – სიმულაცია. როგორც კი შიმონ მარცინიაკმა (მთავარი მსაჯი) თქვა, რომ ფეხბურთელმა ,,ჩაყვინთა”, მე ვუთხარი, რომ თამაშის გაჩერება და ეპიზოდის გადამოწმება იყო საჭირო.

საბედნიეროდ, პირველივე შემოწმებაზე მივხვდი, რომ მარცინიაკი არ ცდებოდა. გადაწყვეტილება სწორი იყო. ყველაფერი საკმაოდ სწრაფად გავაანალიზეთ, თუმცა ეს მარტივი არ ყოფილა,” – განაცხადა კვიატკოვსკიმ.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და მუნდიალის გამარჯვებული ისტორიაში მესამედ გახდა.

VAR-ის მსაჯმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ყველა რთული ეპიზოდი დაასახელა

სტატიის ავტორი
-