ვერნერი ჩელსიდან ლაიფციგში დაბრუნდა

გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი ლონდონის ,,ჩელსიდან” ,,ლაიფციგში” დაბრუნდა.

26 წლის ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ,,არისტოკრატები” ფორვარდის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებენ, რასაც ბონუსების სახით 10 მილიონი დაემატება.

ტიმო ,,ჩელსიში” 2020 წელს სწორედ ,,ლაიფციგიდან” გადავიდა, მაშინ ლონდონელებმა თავდამსხმელში 53 მილიონი ევრო გადაიხადეს.

26 წლის ფორვარდის ტრანსფერით ტურინის ,,იუვენტუსიც” ინტერესდებოდა, თუმცა ტიმომ ,,ბებერ ქალბატონებს” ,,ლაიფციგი” არჩია.

ვერნერმა გასულ სეზონში ,,ჩელსის” მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.


ვერნერი ჩელსიდან ლაიფციგში დაბრუნდა

სტატიის ავტორი
-