ზედიზედ 2-ჯერ – ტორპედო საქართველოს სუპერთასის მფლობელია (ვიდეო)

დღეს გორში, საქართველოს სუპერთასის მატჩში ერთმანეთს ეროვნული ლიგის ჩემპიონი “საბურთალო” და დავით ყიფიანის თასის გამარჯვებული “ტორპედო” დაუპირისპირდა.

შეხვედრა ქუთაისელთა მინიმალური გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ტიტულის მომტანი გოლი მერაბ გიგაურმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ კახაბერ ჩხეტიანის გუნდი საქართველოს სუპერთასს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ “საბურთალო” და “ტორპედო” ზაფხულში ევროტურნირებზე იასპარეზებენ.

თბილისური გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, ქუთაისური კი – ევროპა ლიგაზე დაიცავს საქართველოს ღირსებას.

რაც შეეხება ეროვნულ ლიგას, ჩემპიონატის პირველ ტურში “საბურთალო” შინ ბათუმის “დინამოს” მიიღებს, “ტორპედო” კი ბოლნისის “სიონს” უმასპინძლებს.

სტატიის ავტორი
-