ჟოზე: “ფეხბურთს და საზოგადოებას დახმარება სჭირდება” 

“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ფეხბურთში გამეფებული რასიზმის შესახებ მწუხარებით ისაუბრა.

“როცა ასეთი რამ ხდება, ყოველთვის ძალიან ვწუხვარ. მე მხარს ვუჭერ მმართველი ორგანოების ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართულია რასიზმის წინააღმდეგ.

ფეხბურთი მიკრო-საზოგადოებაა, რომელსაც დახმარება აუცილებლად სჭირდება, ისევე, როგორც მთლიან საზოგადოებას.

უნდა ვებრძოლოთ და აღმოვფხვრათ დისკრიმინაციის ყველა ფორმა. ფეხბურთს და საზოგადოებას დახმარება სჭირდება”,-თქვა “განსაკუთრებულმა”.

პრემიერლიგის მე-18 ტურში გამართული ლონდონური დერბის დროს, ორივე გუნდის გულშემატკივარმა მეტოქის ფეხბურთელებს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ კი სონ ჰიუ-მინს და ანტონიო რუდიგერს.

ჟოზე: “ფეხბურთს და საზოგადოებას დახმარება სჭირდება” 

სტატიის ავტორი
-