ზიდანი: “ამ თამაშით, მეტს ვიმსახურებდით”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, “კამპ ნოუზე” ნათამაშები ფრის (0:0) შემდეგ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, “რეალმა” შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და 1 ქულის მოპოვებას არ იმსახურებდა.

“პირველიდან ბოლო წუთის ჩათვლით, გუნდი კონცენტრირებულად თამაშობდა. შესანიშნავი მატჩი გამოვიდა და საწყენია რომ გოლი ვერ ვიხილეთ. გვქონდა კარგი შანსები, თუმცა რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ. ამ თამაშით, ჩემი ფეხბურთელები მეტს იმსახურებდნენ,” განაცხადა ზიდანმა.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ზინედინ ზიდანი პირველი მწვრთნელია “რეალის” ისტორიაში, რომელიც “კამპ ნოუზე” პირველი 5 მატჩის განმავლობაში არ დამარცხებულა (2 მოგება, 3 ფრე).

იხილეთ მიმოხილვა: ბარსელონა 0:0 რეალი 

ზიდანი: “ამ თამაშით, მეტს ვიმსახურებდით”

სტატიის ავტორი
-