ზიდანი პრემიერლიგის გრანდს ჩაიბარებს?

მადრიდის “რეალის” ლეგენდა, როგორც ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის 3-გზის გამარჯვებული მწვრთნელის რანგში ზინედინ ზიდანი შესაძლოა პრემიერლიგაში აღმოჩნდეს.

მას შემდეგ, რაც ლონდონის “ჩელსი” “სიტის” წინააღმდეგ ანგარიშით 6:0 დამარცხდა, ლონდონურ კლუბში დიდი მიმოთქმაა იმის შესახებ, რომ მაურისიო სარი კლუბიდან გაუშვან – შემცვლელად კი ზინედინ ზიდანი მოიაზრება.

ზიზუს იმედი ლონდონელებს იმ მხრივაც აქვთ, რომ ისინი დარწმუნებულნი, რომ ფრანგი სპეციალისტი ედენ აზარს ლონდონურ კლუბში შეინარჩუნებს.

 

ზიდანი პრემიერლიგის გრანდს ჩაიბარებს?

სტატიის ავტორი
-