ზინჩენკოს საოცარი შედეგი პრემიერლიგაში – უკრაინელს მატჩების 82%-ი მოგებული აქვს

ლონდონის ,,არსენალის” მცველი, ალექსანდრ ზინჩენკო ამ მომენტისთვის მოგებების პროცენტული მაჩვენებლით პრემიერ ლიგის ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია.

Transfermarkt-ის ცნობით, უკრაინელს ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებული შეხვედრების (88) 82%-ი მოგებული აქვს.

სიაში მხოლოდ ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომელთა ანგარიშზე პრემიერლიგაში მინიმუმ 50 მატჩია.

საინტერესოა, რომ ტოპ ათეულში 9 ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ,,მანჩესტერ სიტიში” თამაშობს ან უთამაშია:

  1. ალექსანდრ ზინჩენკო – მანჩესტერ სიტი/არსენალი (88 მატჩი, 82%-ი მოგებული)
  2. არიენ რობენი – ჩელსი (67 მატჩი, 82%-ი მოგებული)
  3. ემერიკ ლაპორტი – მანჩესტერ სიტი (113 მატჩი, 81%-ი მოგებული)
  4. გაბრიელ ჟესუსი – მანჩესტერ სიტი/არსენალი (173 მატჩი, 77%-ი მოგებული)
  5. ფილ ფოდენი – მანჩესტერ სიტი (115 მატჩი, 77%-ი მოგებული)
  6. ედერსონი – მანჩესტერ სიტი (202 მატჩი, 76%-ი მოგებული)
  7. ბერნარდუ სილვა – მანჩესტერ სიტი (185 მატჩი, 76%-ი მოგებული)
  8. ილკაი გიუნდოგანი – მანჩესტერ სიტი (174 მატჩი, 76%-ი მოგებული)
  9. ლეროი სანე – მანჩესტერ სიტი (90 მატჩი, 76%-ი მოგებული)
  10. რუბენ დიაში – მანჩესტერ სიტი (74 მატჩი, 76%-ი მოგებული)

ზინჩენკოს საოცარი შედეგი პრემიერლიგაში – უკრაინელს მატჩების 82%-ი მოგებული აქვს

სტატიის ავტორი
-