ახალგაზრდა კალათბურთელი, დათუნა ჟღენტი ტრაგიკულად დაიღუპა

16 წლის ქართველი კალათბურთელი, დათუნა ჟღენტი უბედური შემთხვევის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა თბილისში, წყნეთის დასახლებაში მოხდა. 16 წლის დათუნა ჟღენტი დენის დარტყმით გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ბიჭის სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

belive-ს გუნდი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებსა და სრულიად ქართულ სპორტულ საზოგადოებას.

ახალგაზრდა კალათბურთელი, დათუნა ჟღენტი ტრაგიკულად დაიღუპა

სტატიის ავტორი
-