ბეთლაივი კალათბურთის სამოყვარულო ლიგის მთავარი სპონსორი გახდა

ქართული სპორტის მხარდაჭერის პროცესში, ბეთლაივი კვლავ აქტიურადაა ჩართული.

2023 წლის კალათბურთის სამოყვარულო ლიგის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო მთავარი სპონსორი – კომპანია ბეთლაივი.

სამოყვარულო ლიგის მეშვიდე სეზონი საინტერესოდ დაიწყო. A და B დივიზიონებში თანაბარი ძალის გუნდები ასპარეზობენ და მატჩებიც კონკურენტუნარიანია, რაც ჩემპიონატს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.


ბეთლაივი კალათბურთის სამოყვარულო ლიგის მთავარი სპონსორი გახდა 1

A-დივიზიონს “ბრუკლინ აკადემი” ლიდერობს, რომელიც სამოყვარულო ლიგაში პირველად ასპარეზობს, თუმცა გამოცდილი კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. აღსანიშნავია, რომ პროფესიონალური საკალათბურთო კარიერის განმავლობაში, რამდენიმე მათგანი ეროვნული ნაკრების ღირსებასაც კი იცავდა. “ბრუკლინ აკადემის” ოდნავ ჩამორჩება კლუბი “ლიბერთი”, რომელიც სამოყვარულო ლიგის სტაჟიანი ბინადარია და ყოველთვის მოწინავე პოზიციებს იკავებს. 

B-დივიზიონს მოქმედი ჩემპიონი “ავერსი” ლიდერობს, რომელიც სამოყვარულო ლიგაში ყოველთვის გამოირჩევა წარმატებული ასპარეზობით. წარმატებული სტარტის შედეგად, “Air squad” მეორე ადგილს იკავებს. ლიგის დებიუტანტმა სასტარტო სამ ტურში შეძლო გამარჯვების მოპოვება. მესამე ადგილს B-დივიზიონის გასული სეზონის ფინალისტი “მარშალი” იკავებს, რომელიც საქართველოს ვეტერანთა ნაკრების მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და სამოყვარულო ლიგაში მრავალი წელია ღირსეულად ასპარეზობს.

ბეთლაივი კალათბურთის სამოყვარულო ლიგის მთავარი სპონსორი გახდა

სტატიის ავტორი
-