VTB ლიგის ფლეიოფის ფინალური სერიის პირველ მატჩში მოსკოვის ,,ცსკამ” ,,უნიქსი” სტუმრად 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 85:77 დაამარცხა. მოსკოვური გუნდის ქართველმა ფორვარდმა, თორნიკე შენგელიამ, 23 წუთში 14 ქულა, 3 ასისტი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 6-დან 5 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ,,ცსკას” შემადგენლობაში საუკეთესო უილი კლაიბერნი იყო, რომელმაც 19 ქულას, 8 მოხსნას, 4 […]