დამარცხებული რეალი და მატჩის MVP მაკფადენი

ესპანეთის ლიგა ენდესას განახლების შემდეგ, “სან პაბლო ბურგოსმა” მეორე გამარჯვება მოიპოვა. 20 ივნისს, თბილისის დროით 17:30 საათზე, “სან პაბლო ბურგოსი” “რეალს” დაუპირისპირდა.

დაპირისპირება “სან პაბლო ბურგოსის” გამარჯვებით, ანგარიშით 87:83 დასრულდა. მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო ტად მაკფადენი, რომელმაც 18 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებული პოინტ გარდი მატჩის MVP გახდა.

ლიგა ენდესას B-ჯგუფში პირველ-მეორე ადგილს 2-2 მოგებით “ვალენსია” და “სან პაბლო ბურგოსი” ინაწილებენ.

დამარცხებული რეალი და მატჩის MVP მაკფადენი

სტატიის ავტორი
-