ევროლიგაში თამაშის აკრძალვა და სოლიდური ფინანსური სანქცია  – კალათბურთელებს მკაცრი სასჯელი ელით

ევროლიგის პლეი-ოფის შეხვედრაში, “რეალისა” და “პარტიზანის” დაპირისპირება შედგა, რომელიც ორივე გუნდის კალათბურთელების ხელჩართული ჩხუბის გამო შეწყდა და აღარ გაგრძელდა. მე-4 პერიოდში – იმ დროს, როდესაც “რეალი” 80:95 მარცხდებოდა, სერხიო ლულსა და კევინ პანტერს შორის დაპირისპირება დაიწყო. სწორედ ეს გახდა გუნდური ჩხუბის მიზეზი.

უკანასკნელი ცნობების თანახმად, ინციდენტში მონაწილე კალათბურთელები შესაძლოა მკაცრად დაისაჯონ. BasketNews-ის მტკიცებით, ორგანიზატორები განიხილავენ, რომ ჩხუბში მონაწილე კალათბურთელებს ევროლიგაზე ასპარეზობა 4 წლით აუკრძალონ და ფინანსური სასჯელის სახით 280,000 ევროს გადახდა დააკისრონ.

ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი ვარსკვლავი გერშონ იაბუსელეა, რომელმაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში ბოდიში მოიხადა.

“გულწრფელად ვნანობ წუხანდელ შეხვედრაში ჩემს ქცევას. კალათბურთი არის მეგობრობისა და სპორტსმენობის უდიდეს ცნებაზე დაფუძნებული. ბოდიშს ვუხდი “პარტიზანს” – კლუბს, რომელთანაც ყოველთვის დიდებული ურთიერთობა გვქონდა. ბოდიშს ვუხდი დანტე ექსუმსა და მის ოჯახს, კლუბსა და გულშემატკივრებს”.

ევროლიგაში თამაშის აკრძალვა და სოლიდური ფინანსური სანქცია – კალათბურთელებს მკაცრი სასჯელი ელით

სტატიის ავტორი
-