საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს საკალთბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას გამოეხმაურა:
,,მსოფლიო ჩემპიონატს – მოვდივართ!” – წერს ხვიჩა ინსტაგრამის პირად გვერდზე.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:80 დამარცხდა.
საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად დღეს მოგება ან 3 ქულაზე მეტით არწაგება სჭირდებოდა (თუ მეტოქე 89 ქულაზე მეტს ჩააგდება და მოიგებდა, მაშინ საქართველოს მხოლოდ 1 ან 2 ქულით წაგება აძლევდა ხელს). შედეგად, ისტორიაში პირველად, ჩვენი ნაკრები მსოფლიო პირველობაზე იასპარეზებს.
![ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას გამოეხმაურა 1 ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას გამოეხმაურა 1](https://www.live.ge/wp-content/uploads/2023/02/333108145_561019242760886_522994168418299415_n-1024x1024.png)