კონფერენციის ფინალის პირველ მატჩში ფინიქსმა კლიპერსს მოუგო (მიმოხილვა)

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში ,,ფინიქს სანსმა” ,,ლოს ანჯელეს კლიპერსი” 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 120:114 დაამარცხა.

,,სანსს” დევინ ბუკერმა ულიდერა, რომელმაც 44 წუთში სამმაგი დუბლი გაიფორმა – 40 ქულა, 13 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა. 20 ქულა, 9 მოხსნა და 2 ასისტი იყო დეანდრე ეიტონის ანგარიშზე.

,,კლიპერსის შემადგენლობაში 34 ქულით, 5 პასით, 4 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით პოლ ჯორჯი გამოირჩა. 24 ქულას, 6 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი რეჯი ჯექსონმა.

გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა ოთხშაბათს, 23 ივნისს, კვლავ ფინიქსში გაიმართება.


კონფერენციის ფინალის პირველ მატჩში ფინიქსმა კლიპერსს მოუგო (მიმოხილვა) 1

კონფერენციის ფინალის პირველ მატჩში ფინიქსმა კლიპერსს მოუგო (მიმოხილვა)

სტატიის ავტორი
-