ლებრონის ბრწყინვალე თამაშმა ლეიკერსი მარცხისგან ვერ იხსნა (ვიდეო)

NBA-ს რეგულარული სეზონის სასტარტო შეხვედრაში, “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსი” “ლოს-ანჯელეს ლეიკერსს” დაუპირისპირდა.

“ლეიკერსის” მაისურით ლებრონ ჯეიმსის სადებიუტო მატჩი წარუმატებელი გამოდგა. პორტლენდში გამართული შეხვედრა, “ბლეიზერსის” გამარჯვებით (128:119) დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ბრწყინვალე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ლებრონ ჯეიმსმა – თუმცა მისი გარჯა ამაო გამოდგა. “ლეიკერსის” ლიდერმა პარკეტზე 37:20 წუთი დაჰყო. აღნიშნულ დროში ლებრონმა 26 ქულა, 6 ასისტი და 12 მოხსნა მიითვალა.

სტატიის ავტორი
-