ლეონარდის 45 ქულა – კლიპერსმა დალასთან სერია მე-7 მატჩში გადაიყვანა

NBA-ის ფლეიოფის პირველი რაუნდის მე-6 შეხვედრაში ,,ლოს ანჯელეს კლიპერსმა” ,,დალას მავერიქსი” სტუმრად 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 104-97 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მე-4 მეოთხედი გამოდგა, რომელიც ტაირონ ლუს გუნდმა 11 ქულით მოიგო.

,,კლიპერსს” 45 ქულით, 6 მოხსნით, 3 ასისტითა და 2 ჩაჭრით კავაი ლეონარდმა ულიდერა. ორმაგი დუბლი გაიფორმა პოლ ჯორჯმა – 20 ქულა, 13 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 დაფარება.

,,დალასის” შემადგენლობაში საუკეთესო ტრადიციულად ლუკა დონჩიჩი იყო – სლოვენიელმა 40 წუთში 29 ქულა, 11 პასი, 8 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა.

სერიის გადამწყვეტი, მე-7 მატჩი ხვალ, ლოს ანჯელესში გაიმართება. ,,კლიპერსსა” და ,,მავერიქსს” შორის გამარჯვებული დასავლეთ კონფერენციის ფლეიოფის ნახევარფინალში ,,იუტა ჯაზს” დაუპირისპირდება.


შეხვედრის მიმოხილვა

ლეონარდის 45 ქულა – კლიპერსმა დალასთან სერია მე-7 მატჩში გადაიყვანა

სტატიის ავტორი
-