ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განვითარების ლიგის (NBA G-League) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ვისკონსინისა” და “ოსტინის” დაპირისპირება შედგა.
ოშკოშში გამართული დაძაბული და სანახაობრივი მატჩი, “ვისკონსინის” გამარჯვებით, 114:112 დასრულდა.
“ვისკონსინ ჰერდის” ქართველმა ფორვარდმა – სანდრო მამუკელაშვილმა, პარკეტზე 35 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 18 ქულის, 6 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.