მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი | სეტონ ჰოლი პლეი-ოფში ასპარეზობას განაგრძობს

ქართული კალათბურთის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი სანდრო მამუკელაშვილი “ბიგ ისტის” კონფერენციაში ნახევარფინალურ ეტაპზე საკუთარ გუნდთან, “სეტონ ჰოლთან” ერთად ასპარეზობას განაგრძობს.

ქართველი ლეგიონერის გუნდმა კონფერენცია მე-5 პოზიციაზე დაასრულა, რის ხარჯზეც პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც მათი პირველი მეტოქე “სენტ ჯონსი” გახლდათ.

“სენტ ჯონსისა” და “სეტონ ჰოლის” შეხვედრას ნიუ იორკის “Madison Square Garden”-მა უმასპინძლა. შეხვედრა დრამატული მიმდინარეობით გამოირჩეოდა, სადაც საბოლოო შედეგად ფრე დაფიქსირდა, ოვერტაიმის წყალობით კი “სეტონ ჰოლმა” მეტოქე გუნდს 8-ქულიანი უპირატესობით სძლია, საბოლოო ანგარიში – 77:69 დაფიქსირდა.




მამუკელაშვილი, რომ საკუთარი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ნათლად დადასტურდა “სენტ ჯონსის” წინააღმდეგ ნათამაშები დროით, ოვერტაიმიანად შეხვედრა 45 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც სანდრო პარკეტს მიღმა მხოლოდ 1 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა 20 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა, 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.



მომდევნო შეხვედრას “სეტონ ჰოლი” “ჯორჯთაუნის” წინააღმდეგ გამართავს. აღსანიშნავია, რომ განთესვით პირველ ადგილზე მყოფი “ვილანოვა” სწორედ “ჯორჯთაუნის” წინააღმდეგ 1-ქულით დამარცხდა, რაც “სეტონ ჰოლს” კიდევ უფრო უხსნის გზას დიდი წარმატებისაკენ.

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი | სეტონ ჰოლი პლეი-ოფში ასპარეზობას განაგრძობს

სტატიის ავტორი
-