მარკოიშვილის მონაკო საფრანგეთის ჩემპიონია

საშა ობრადოვიჩისა და მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი საკალათბურთო კლუბი “მონაკო” საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ფინალურ სერიაში “მონაკოსა” და “ბულონის” დაპირისპირება შედგა, რომელიც “მონაკოს” სრული დომინირებით წარიმართა და (3:0) დასრულდა. ფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მარკოიშვილის კლუბი საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში პირველად დაეუფლა.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რეგულარული სეზონის პირველ ადგილზე დასრულების შემდეგ, “მონაკომ” პლეი-ოფში დაუამრცხებლად იასპარეზა და 1/4-ფინალურ, 1/2-ფინალურ და ფინალურ სტადიაზე ყველა მატჩი მოიგო.

https://twitter.com/ASMonaco_Basket/status/1669441717857144843

მარკოიშვილის მონაკო საფრანგეთის ჩემპიონია

სტატიის ავტორი
-