NBA – ჰიუსტონი 2018/19

“ჰიუსტონ როკეტსი” – ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2018/19 წლების სეზონი გუნდისთვის 52-ე იქნება.

ახალ სეზონში გუნდში ცვლილებები იქნება. “ჰიუსტონის” მთავარი ტრანსფერი კარმელო ენტონის შემოერთება გახლავთ, ასევე გუნდმა გამთამაშებელი მაიკლ კარტერ-უილიამსიც დაიმატა.

გუნდი დატოვა სასტარტო ხუთეულის წევრმა ტრევორ არიზამ, რომელიც “ფინიქს სანსს” შეუერთდა.

“როკეტსის” სავარაუდო ხუთეული ასეთია:

NBA - ჰიუსტონი 2018/19 1

კრის პოლი – 35.6 მილიონი დოლარი

ჯეიმს ჰარდენი – 30.4 მილიონი დოლარი

ფიჯეი ტაკერი – 7.96 მილიონი დოლარი

კლინტ კაპელა – 13.7 მილიონი დოლარი

კარმელო ენტონი – 2.4 მილიონი დოლარი

პრესეზონი:

გუნდმა წინასასეზონოდ 4 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 3 შემთხვევაში გაიმარჯვეს.

“ჰიუსტონი” ორჯერ დაუპირისპირდა “მემფისს”, რომელთაც საშინაო არენაზეც სძლიეს და სტუმრადაც.

“როკეტსმა” ასევე გასვლითი შეხვედრა მოიგო “სან-ანტონიოს” წინააღმდეგ.

ის ერთადერთი მარცხი, რომელიც გუნდმა პრესეზონზე იწვნია, “ინდიანა პეისერსის” წინააღმდეგ გახლდათ, სადაც დაძაბული პირველი სამი მეოთხედის შემდეგ, გუნდმა მეოთხე მეოთხედი 9 ქულით წააგო და საბოლოო ჯამში ანგარიშით – 100:110 დამარცხდნენ.

“ჰიუსტონმა” ამხანაგური შეხვედრაც გამართა, სადაც ჩინურ “შანხაი შარკსს” დაუპირისპირდნენ და 42-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვეს.

რეგულარული სეზონი:

რეგულარული სეზონის პირველ შეხვედრას “ჰიუსტონი” 18 ოქტომბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე, “ნიუ-ორლეანს პელიკანსის” წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს. “პელიკანსი” არის გუნდი, რომელსაც პრესეზონზე ყველა მარცხი აქვს აქტივში და მთავარი წევრის – ენტონი დევისის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.

მეორე შეხვედრას 21 ოქტომბერს გამართავს, სადაც გასვლით მატჩში “ლოს-ანჯელეს კლიპერსს” დაუპირისპირდება, ხოლო მომდევნო დღეს გუნდი ლოკაციას არ შეიცვლის და ლოს-ანჯელესშივე დარჩება, მაგრამ უკვე “ლეიკერსის” წინააღმდეგ ითამაშებს.

სპეციალისტების აზრით “ჰიუსტონ როკეტსი” 2018/19 წლების სეზონის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად ითვლება “გოლდენ სტეიტ უორიორსის” შემდეგ.

 

NBA – ჰიუსტონი 2018/19

სტატიის ავტორი
-